Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ იღბალმა ინტერი დაივიწყა…“

ანტონიო კონტემ სამპდორიასთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ძალიან უცნაური მატჩი გამოვიდა. ჩვენ გაცუდებული პენალტიდან რამდენიმე წუთში საკუთარ კარში ორი გოლი მივიღეთ.

„ცხადია, რომ ამან დიდი პრობლემები შეგვიქმნა, მაგრამ ჩემმა ბიჭებმა თამაში გააგრძელეს და არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს.

„ზოგჯერ შენ მარცხს იმსახურებ, ზოგჯერ კი, როგორც მაგალითად დღეს, უბრალოდ არ გიმართლებს. გაცუდებული პენალტის შემდეგ ჩვენ დამატებაც შეგვეძლო, თუმცა ჩვენი მეტოქე ძელმა იხსნა. ეს გოლი რომ გასულიყო, თამაში სხვა სცენარით განვითარდებოდა.

„შემდეგ 2-ბურთიანი სხვაობის დაქაჩვა ძალიან რთული გახდა, თუმცა ბიჭებმა ყველაფერი სცადეს.“

ინტერს აშკარად ეტყობოდა, რომ ლუკაკუ ძალიან აკლდათ. ბელგიელმა თამაში სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე მხოლოდ 63-ე წუთზე შევიდა.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩვენ ლუკაკუს გარეშე თამაში გვიწევს. ყველამ იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ის ჩვენთვის, თუმცა რომელუ 100 პროცენტით მზად არ იყო და ეს აშკარად გამოჩნდა.

„ძალიან იმედგაცურებული ვარ, რადგან ჩემი აზრით, ჩვენ დღეს მეტი დავიმსახურეთ. ჩვენ ამ შეხვედრის გაანალიზება და ხარვეზების დანახვა მოგვიწევს. როგორც უკვე აღვნიშნე, ბიჭებმა ყველაფერი გაიღეს, თუმცა დღეს იღბალმა ინტერი დაივიწყა.“