Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტე:“ კარგი თამაში ჩავატარეთ“

ანტონიო კონტემ რომასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩემი აზრით, ჩვენ კარგი ორი ტაიმი ჩავატარეთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ რომას იგივე სამიზნეები აქვს, როგორიც ჩვენ. ისინი მხოლოდ 3 ქულით ჩამოგვრჩებიან და სატურნირო ცხრილის მესამე ადგილს იკავებენ, ამიტომ აქ თამაში ადვილი არავისთვის არის.

„ცვლილებები ? ვიდალი დაშავდა და მისი გალიარდინით შეცვლა მოგვიწია, ლაუტარომ 75 წუთის განმავლობაში ძალიან ბევრი იმუშავა, ჰაკიმიმ კი დღეს ძალიან ბევრი ირბინა და ბურთის დაკარგვას მოუხშირა. ჩვენ ერთ კვირაში მესამე შეხვედრა ვითამაშეთ, ამ ბიჭებმა კი თითოეულ მათგანში მიიღეს მონაწილეობა და გასაკვირი არ არის, რომ მცირე გადაღლილობა შეეტყოთ.

„ვიდალმა შესანიშნავად ითამაშა. თავიდან არც თუ ისე კარგად დაიწყო, თუმცა მსვლელობისას მოუმატა და მთელი მატჩის განმავლობაში უმაღლესი ინტენსიობით თამაშობდა.

„ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი, რომელიც მნიშვნელოვანი მიზნებისთვის იბრძვის და არ მესმის, რატომ არ უნდა გამოვიყენო სხვა ფეხბურთელები.“

ჩაჯდა თუ არა ინტერი ზედმეტად ყრუ დაცვაში ბოლო წუთებში ?

„ბოლო წუთებში გუნდი ანგარიშის შენარჩუნებაზე ფიქრობდა. ჩვენ ფეხბურთელებს ვუთხარით, რომ ზედმეტად ღრმა დაცვაში ჩაჯდომა კარგი იდეა არ იყო. რომას დასაკარგი არაფერი ჰქონდა და დიდი ძალებით გვიტებდა, ეს ნორმალურია.

„ჩვენ ჩვენი იდენტობა გვაქვს და ამას ყოველთვის ვამტკიცებთ. როგორც ფონსეკამ გუშინ აღნიშნა, ჩვენ ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი ვართ, სხვა მწვრთნელები ამას ხედავენ, თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც ამის შემჩნევა არ სურთ.

„ხშირად ჩვენ გოლს იმიტომ ვუშვებთ, რომ ზედმეტად მაღალ პრესინგს ვთამაშობთ და უკან ბევრ სივრცეს ვტოვებთ.

„მეორეს მხრივ კი ასეთი თამაში გოლების გატანაში გვეხმარება, მაგრამ შეცდომის დაშვების შემთხვევაში დიდი საფასურის გადახდა გიწევს.

„მჭირდება თუ არა ტრანსფერები იანვარში ? სიტყვა ‘სურვილი’ ამ სეზონში არ არსებობს. აგვისტოში ინტერის სტრატეგიაზე ინფორმაცია მომაწოდეს. ჩვენ ჰაკიმი გავიფორმეთ და მეტი არავინ მოსულა.

„სტრატეგია კი ერთია, მე არავინ მჭირდება და იმ ფეხბურთელებით ვაპირებ ბრძოლას, რომლებიც მყავს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები, მარგამ ის ვართ, ვინც ვართ.“

გათიშვა