Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტე:“ კიეზა ლეტალურია, ალეგრიმ შესანიშნავი სტრატეგია შეარჩია“

ინტერის ყოფილმა თავკაცმა და Sky Sport-ის ანალიტიკოსმა ანტონიო კონტემ იუვენტუსი – ჩელსის მატჩი შეაფასა.

„იუვენტუსმა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მაქს ალეგრის კომპლიმენტები ეკუთვნის, რადგან მან შესანიშნავი სტრატეგია შეარჩია, რომელმაც სრულყოფილად იმუშავა.

„ალეგრიმ ჩელსისთან ფედერიკო კიეზას ლეტალურობა ძალიან ჭკვიანურად გამოიყენა და ჯგუფში პირველ ადგილთან ერთად გუნდს ძალიან დიდი მუხტი შესძინა. ეს გამარჯვება იუვენტუსს სერია ა-შიც დაეხმარება.“