Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტე:“ ლაციო ინტერისთვის სერიოზული გამოცდაა“

ანტონიო კონტემ ლაციოსთან მატჩის წინ, რომელიც ხვალ, 23:45 საათზაე გაიმართება, პრესკონფერენცია გამართა.

„ლაციო არის გუნდი, რომელსაც ყოველთვის ძალიან ბრძოლისუნარიანი და ხარისხიანი გუნდი ჰყავს და ამის დამადასტურებელი მათი ბოლოდროინდელი შედეგებია.

„რომაელებს გამარჯვებათა ძალიან კარგი სერია აქვთ და კარგ ფორმაში იმყოფებიან, ამიტომ ხვალ ჩვენ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანესი და ძალიან რთული გამოცდა გველოდება.

„სამწუხაროდ არტურო ვიდალი ტრავმის გამო ვერ ითამაშებს და არც ის არის გამორიცხული, რომ მას მილანთან მატჩის გაუცდეს. არტუროს დრო სჭირდება და ჩვენ მის გარეშე მოგვიწევს თამაში.

„ბარელა ? მან მუშაობა უნდა გააგრძელოს და ყოველთვის ახსოვდეს, რომ ფეხბურთში როგორც კარგ, ასევე ცუდ მომენტებზე ხალხი ყურადღებას ამახვილებს და დღეს თუ გმირად აქცევენ, ხვალ ყველაფერი შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს. ის ძალიან კარგ ფორმაშია, თუმცა ნიკოლოს გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს.“

ინტერი სერია ა-ში ერთ-ერთ ყველაზე უხვგოლიანი გუნდია, მაგრამ ამის მიუხედავად გუნდი ძალიან ბევრ მომენტს აცუდებს.

„ამ ყველაფრის პოზიტიური ასპექტი არის ის, რომ ჩვენ თითოეულ მატჩში უამრავ საგოლე მომენტს ვქმნით, თუმცა სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში მათ გამოყენებას ვერ ვახერხებთ და ამაზე სამუშაო გვაქვს. ჩვენ ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ და ჩემპიონთა ლიგის და კოპა იტალიას ტურნირებს სწორედ ამიტომ გამოვეთშეთ.

„ინტერმა ბოლო 2 წელიწადში სოლიდურობა შიძინა და დიდი პროგრესი განიცადა, თუმცა ჯერ იქ არ ვართ, სადაც ჩვენი ადგილია.

„ჩვენი მეტოქეები ჩვენს პროგრესს ხედავენ და ჩვენთან თამაშს სერიოზულად უდგებიან, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ სხვაობას ასეთ მოკლე დროში ვერ გავანულებთ.

„იუვენტუსთან ეპიზოდი ? მე მინდა ბოდიში მოვიხადო, რადგან მეტოქე გუნდის მხრიდან შეურაწყოფის მიუხედავად, მე ასე არ უნდა მოვქცეულიყავი.

„ყველამ დაინახა, თუ რა მოხდა ტურინში, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან ფეხბურთელები, მწვრთნელები და სტაფის წევრები ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითი უნდა ვიყოთ, ამ თემაზე მეტი სათქმელი არაფერი მაქვს…“