Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ ლუკაკუს და ლაუტაროს უკეთესად თამაში შეუძლიათ“

შახტართან მატჩის წინ პრესკონფერენცია ანტონიო კონტემ გამართა და საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, რომ ინტერი ნელ-ნელა ევროპაში თავის სტატუსს იბრუნებს. ევროპა ლიგაზე წარმატებული სეზონის შემდეგ ახლა უფრო გამოცდილები ვართ. ჩვენ უფრო მეტი მონდომებით და უფრო ძლიერი მენტალობით უნდა გავაგრძელოთ განვითარება და წინსვლა. მხოლოდ ასეთი გზით არის შესაძლებელი ევროპულ ასპარეზზე წარმატების მიღწევა.

„ლუკაკუს და ლაუტაროს განვითარების შესაძლებლობა კიდევ აქვთ. მათ შეუძლიათ, რომ გუნდისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გახდნენ, თუმცა სხვა გამორჩეულ მოთამაშეებთან შესადარებლად ჯერ რამე უნდა მოვიგოთ.“

ინტერი შახტარს 2 თვის წინ ევროპა ლიგაზე დაუპირისპირდა და 5 – 0 გაანადგურა.

„ჩემი აზრით ამ ორი შეხვედრის შედარება უადგილოა, რადგან მაშინ სრულყოფილად ვთამაშობდით, ახლა კი ტრავმებისა და სხვა მიზეზების გამო გარკვეული პრობლემები გვაქვს.

„შახტარი ძლიერი გუნდია და მათ შემადგენლობაში ბევრი ნიჭიერი ბრაზილიელი თამაშობს, რომლებიც ტაქტიკურად და ტექნიკურად ძალიან ძლიერები არიან.“

შახტარმა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში მადრიდის რეალს აჯობა.

„მადრიდის რეალს სამ გოლს ისე ვერ გაუტან, თუ საჭირო ხარისხი არ გაქვს. იმედი მაქვს, რომ ინტერი ხვალ ღირსეულ თამაშს აჩვენებს და რასაც ვარჯიშის დროს ვაკეთებდით გამოვიყენებთ. ჩვენ მათ თამაშებს ვუყურეთ და დარწმუნებული ვარ, რომ შახტარმაც ნახა ჩვენი თამაშები. ჩვენ ერთმანეთი კარგად გვყავს შესწავლილი.

„ისინი  ყოველთვის ახერხებენ, რომ ბაზარზე ძალიან ძლიერი ფეხბურთელები იპოვონ. მახსოვს, როდესაც იუვეს მწვრთნელი ვიყავი მათ ჩემპიონთა ლიგაზე დავუპირისპირდით და მაშინაც ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავდა, რომელთა შესახებაც იმ დროისთვის არავინ იცოდა: ვილიანი, სრნა, მხითარიანი, ფერნანდინიო და სხვა. ეს სიტუაცია არც ახლა შეცვლილა.

„სანჩესი და სენსი ? სენსის გამოკვლევა დღეს ჩაუტარდა და მიუხედავად იმისა, რომ მას არანაირი დაზიანება არ გამოუვლინდა, სტეფანო მცირე დისკომფორტს მაინც გრძნობს და გადავწყვიტეთ, რომ არ გაგვერისკა.

„სანჩესი კი უბრალოდ გადაღლილია და მას დასვენების საშუალება მივეცით.“