Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ ლუკაკუს ჯანმრთელობით გარისკვას არ ვაპირებ“

ანტონიო კონტემ პარმასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„პარმა კარგ ფეხბურთს თამაშობს და მათ შესანიჭნავი მწვრთნელი ჰყავთ. ხვალ ორივე გუნდს თავისი დავალებები და სტრატეგია ექნება და რომელიც უკეთ მოახერხებს მათ შესრულებას, ის გაიმარჯვებს.

„ლუკაკუ ? მას კუნთის ტრავმა აქვს და ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ის მაქსიმალურად მოკლე დროში დავაბრუნოთ მოედანზე. ის ჩვენთვის ერთ-ერთუ ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მითუმეტეს ახლა, როდესაც არც სანჩესი გვყავს.

„ჩვენ ლუკაკუს სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდებით და ისეთ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, რომელიც მისთვის უკეთესი იქნება.

„როგორც უკვე გითხარით, სათამაშოდ არც სანჩესი არ არის მზად. მე ექიმების თანხმობის გარეშე ფეხბურთელს არ ვათამაშებ, რადგან ზოგჯერ თამაშის სურვილის გამო ისინი ნაჩქარებ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც ტრავმის რეციდივს იწვევს. ფეხბურთელს მოთმინება მართებს.

„გალიარდინი თავს კარგად გრძნობს, ის სახლში ვარჯიშობს და მისი ფიზიკური მაჩვენებლებით კმაყოფილი ვარ. სასიამოვნოა, რომ ის გუნდს დაუბრუნდა.

„სანაკრებო პაუზის შემდეგ ნახევარდაცვის და შეტევის ხაზში ყოველთვის ვიღაც გვაკლია, რაც ძალიან სამწუხაროა.

„ვიდალი ? პირველად, როდესაც მასთან ერთად ვმუშაობდი, ის უფრო შემტევი ფეხბურთელი იყო, ახლა კი არტურო უფრო გამოცდილი და ჭკვიანი მოთამაშეა, რომელსაც შემიძლია, რომ ყველაფერი ვთხოვო.

„მე თითოეული ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ტრავმების და ვირუსის გამო ალტერნატივა არ გვქონდა. ვარჯიშებზე ვატყობდი, რომ ზოგიერთი მათგანი გადაღლილი იყო, თუმცა სამწუხაროდ მათი შემცვლელი იმ მომენტში არ გვყავდა. ძალიან სასიამოვნოა, რომ არც ერთ მათგანს დასვენება არ უთხოვია და ყველა მზად არის, რომ გუნდს მაქსიმუმი მისცეს.

„ბროზოვიჩი ? მისი თამაშით ბოლო პერიოდში ძალიან კმაყოფილი ვარ. მან იცის, რომ განვითარების საშუალება კიდევ აქვს, თუმცა მისით და გუნდის სხვა ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ.

„ლუკაკუს ალტერნატივა ? არ არის გამორიცხული, რომ შეტევაში ივან პერიშიჩი დავაყენოთ. მას ამ პოზიციაზე თამაში გასულ სეზონში მოუწია. პინამონტი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, თუმცა მას დრო სჭირდება, რომ განვითარდეს და თავისი პოტენციალი გამოავლინოს.“