Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ ლუკაკუ ატალანტასთან ითამაშებს“

ანტონიო კონტემ ატალანტასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ბელგიელი შემტევი ხვალინდელი შეხვედრისთვის მზად იქნება.

„20 დღეში ხვალ ჩვენი მე-7 თამაში იქნება, ამიტომ გარკვეული გადაღლილობა გუნდში შეინიშნება, თუმცა ამასთან ერთად ჩვენ გვაქვს მონდომება, რომ ხვალ კარგი შეხვედრა ჩავატაროთ.

„ლუკაკუმ გუნდთან ერთად ივარჯიშა და ხვალ დიდი ალბათობით თამაშში მონაწილეობას მიიღებს. ის რეალთან გამოტოვებულ მატჩს განიცდის და ძალიან მონდომებულია.

„ატალანტას წინააღმდეგ თამაში ადვილი არასოდეს არ არის. მათ ძალიან კარგი მწვრთნელი ჰტავთ, რომელმაც გუნდს სტაბილურობა შესძინა. ისინი ყოველთვის აგრესიულ პრესინგს თამაშობენ და ძალიან კარგად უტევენ, ამიტომ ხვალ გასამარჯვებლად კარგი შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს.

„ხვალ თუ დავიმსახურებთ, მაშინ გავიმარჯვებთ და ჩვენი პოზიცია სატურნირო ცხრილში გაუმჯობესდება, სხვა შედეგი კი იმას ნიშნავს, რომ იმ ადგილს ვიმსახურებთ, სადაც ვართ.“