Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ ლუკაკუ სრულიად სხვა ფეხბურთელი გახდა“

ჯენოას დამარცხების შემდეგ კომენტარი ანტონიო კონტემ გააკეთა და აღნიშნა, რომ ინტერში გატარებული ერთი წლის შემდეგ სულ სხვა დონის ფეხბურთელი გახდა.

ნერაძურიმ ჯენოა ლუკაკუს და დ’ამბროზიოს გოლებით დაამარცხეს, ფეხბურთელების შეფასებები და მიმოხილვა იხილეთ აქ.

„ჩვენ თამაშს პირველი წუთიდან ვაკონტროლებდით და სამი ქულა სრულიად დამსახურებულათ მოვიპოვეთ.

„გლადბახთან მატჩის სტატისტიკას თუ შევხედავთ ვნახავთ, რომ მათ კარში მხოლოდ 2-ჯერ დაგვირტყეს, ერთ-ერთი მათგანი კი გაცუდებულ პასს მოჰყვა, დღეს კი ჩვენმა მეტოქეებმა ჩვენს კარში დარტყმა საერთოდ ვერ მოახერხეს.

„გუნდი საკუთარ ძალებში დარწმუნებულია და თითოეულ შეხვედრაში თავდაჯერებული გამოდის. თუ მოწინააღმდეგე მხოლოდ 3 მომენტს შეგიქმნის და სამივეს გოლად აქცევს, ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდში ბალანსი არსებობს, თუმცა გოლს ინდივიდუალური შეცდომების გამო ვუშვებთ და როგორც უკვე ვთქვი, ამ საკითხზე უკვე ვმუშაობთ.

„გაშვებულ გოლებზე მეტად მე ჩვენს კართან შექმნილი მომენტები მაინტერესებს და საბედნიეროდ ვერც ერთი გუნდი ბევრ საგოლე მომენტს ვერ ქმნის.“

კორონა ვირუსის დამარცხების შემდეგ შემადგენლობაში ბასტონი დაბრუნდა და დიდი განსხვავებაც შექმნა.

„ბასტონი გასულ სეზონშიც ჩვენთან ერთად იყო და მან პოზიციის შერჩევა ძალიან კარგად იცის, რაც ახალ ფეხბურთელებს, როგორც კოლაროვია, უფრო მეტ დროს აძელვს, რომ სწორად იმოძრაოს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ სეზონის წინ ჩვენ მოსამზადებლად მხოლოდ 10 დღე გვქონდა და დაცვის ხაზს შეთამაშება აუცილებლად სჭირდება.

„გასაკვირი არ არის, რომ ბასტონიმ ჩვენი თამაშის სტილი ამ ეტაპზე უკეთ იცის, ვიდრე კოლაროვმა. ალეკსანდრის აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ის გუნდს უფრო მეტ გამოცდილებას, ხასიათს და ხარისხს სძენს.

„დღეს ანრეა რანოკიამ და მატეო დარმიანმა ძალიან კარგად ითამაშეს. რანოკიას უკვე დიდი ხანია არ უთამაშია და ის გუნდის დატოვებასთან ახლოს იყო, თუმცა მან თავისი პროფესიონალიზმი დღესაც დაამტკიცა და მიღებული შანსი გამოიყენა.

„ლუკაკუ ? რომელუ იმასთან შედარებით, როგორიც ის ერთი წლის წინ იყო, სრულიად განსხვავებულია. მე წარსულშიც ვიძახდი, რომ ის ნამდვილი მარგალიტი იყო, რომელთან ერთადაც მუშაობა მსურდა. ის ძალიან ბევრს მუშაობს და ამის დანახვა მის თითოეულ მოძრაობაში და ბურთის მიღებაში შეგიძლიათ. მან ყველა კომპონენტში მოუმატა.

„ერიქსენი ? თქვენ ამ პრობლემაზე ძალიან დიდ ყურადღებას ამახვილებთ. მის შესახებ იანვრის შემდეგ მეკითხებით. კრისტიანი გუნდის ისეთივე წევრია, როგორიც სხვა დანარჩენი. ის მიიღებს სათამაშო დროს, თუ ამას დაიმსახურებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სკამზე ჯდომა მოუწევს.

„ყველამ კარგად იცის, რომ მას შესანიშნავი მახასიათებლები აქვს, თუმცა თქვენ იმის მაგივრად, რომ სხვების კარგ თამაშზე გაამახვილოთ ყურადღება, ცდილობთ, რომ ერიქსენზე ცუდი რამ მათქმევინოთ.

„ის ჩვენთან ერთად არის და ვცდილობთ, რომ მისთვის შესაფერისი პოზიცია ვიპოვოთ. ის ცდილობს და ბოლომდე იხარჯება, თუმცა ჯერჯერობით ინტერის სათამაშო სქემას კარგად ვერ გებულობს“