Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტე:“ მე ინტერის ამბიციები გავაცოცხლე“

ანტონიო კონტემ DAZN-თან ინტერვიუში ნერაძურის რიგებში გატარებულ 2 სეზონზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ჩემი აზრით, მე ისეთი ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, ვისაც კომფორტული გარემო არ აკმაყოფილებს და უფრო რთულ გამოწვევებს ეძებს.

„როდესაც მე ინტერთან კონტრაქტი გავაფორმე, ჩვენი მიზანი 3-წლიანი კონტრაქტი იყო და ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ინტერის ამბიციები უნდა გაგვეცოცხლებინა და მაღალი მიზნებისთვის გვებრძოლა.

„ფაქტი, რომ ჩვენ უკვე მეორე სეზონში სკუდეტოს მოპოვება მოვახერხეთ, ძალიან დიდი მიღწევაა.

„გადამწყვეტი მატჩი გასულ სეზონში ? ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მილანის დამარცხება იყო. ამ მომენტში მივხვდით, რომ ჩვენზე კი არ ნადიროდნენ, მონადირეები ჩვენ ვიყავით. ამ მომენტის შემდეგ გავაანალიზეთ, რომ ყველაფერი ჩვენს ხელში იყო.

„მილანთან გამარჯვების შემდეგ, როსონერის გაუჭირდა, რადგან ისინი ხედავდნენ, რომ მათ წინ მდგომი გუნდი გამარჯვებას აგრძელებდა, ეს კი ფსიქოლოგიურად მარტივი არ არის.

„ურთიერთობა ჩემს ფეხბურთელებთან ? მათ ჩემი თვისებებიდან ერთი ყველაზე მეტად მოსწონდათ. მათ ერჩივნათ, რომ შეფუთული და ლამაზი ტყუილის ნაცვლად მე ყოველთვის სიმართლეს ვამბობდი, რომელიც შესაძლოა არც თუ ისე კარგი მოსასმენი იყო.

„ტყუილზე აწყობილი თანამშრომლობით გამარჯვებას ვერასოდეს მიაღწევ და თუ თავიდან ჩემი პირდაპირობის გამო გარკვეული უხერხულობა იქმნებოდა, შემდეგ ყველაფერი გაცილებით კარგად წავიდა.

„მე მათ ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ გამარჯვება თითოეული ჩვენგანისთვის მოთხოვნილება უნდა გამხდარიყო და ამას ჩვენ მივაღწიეთ. ბიჭებმა თავი ყველა დაბრკოლებას კარგად გაართვეს და ახლა თითოეული მათგანი თავიანთ კარიერას გამარჯვებულის რანგში აგრძელებენ.“

გათიშვა