Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ მთელი ყურადღება პარმასთან მატჩზე უნდა გადავიტანოთ“

ანტონიო კონტემ ცოტა ხნის წინ Sport Mediaset-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ახლა გუნდი არა მადრიდის რეალზე, არამედ პარმასთან მატჩზე უნდა ფიქრობდეს.

„ჩვენ ახლა მაქსიმალური ყურადღება შაბათს ჩანიშნულ მატჩზე უნდა გავაკეთოთ, სადაც პარმასთან მოგვიწევს დაპირისპირება. ჩემპიონთა ლიგის შემდეგ გუნდს ენერგიის აღდგენა მართებს, რადგან მნიშვნელოვანია, რომ მადრიდის რეალთან მატჩს კარგ ხასიათზე შევხვდეთ, ამისთვის კი პარმას დამარცხებაა საჭირო.“

ინტერი სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციას 10 ქულით იკავებს და ლიდერ მილანს 3 ქულით ჩამორჩება.