Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ მომდევნო ეტაპზე დამსახურებულად გავედით“

ანტონიო კონტემ ფიორენტინას დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ნერაძურის მომდევნო მეტოქე 1/ 4 ფინალში მილანი იქნება, შეხვედრა 27 იანვარს გაიმართება.

„ჩვენ მომდევნო ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ და ეს ძირითად დროში უნდა გვექნა, რადგან ამისთვის საკმარისზე მეტი მომენტი შევქმენით.

„ბიჭებმა კარგად ითამაშეს და მთელი 120 წუთის განმავლობაში კარგი ტემპი ეჭირათ. ასევე კმაყოფილი ვარ მათი თამაშით,  რომლებსაც ხშირი თამაშის საშუალება არ ეძლევათ, მაგალითად კოლაროვი და რანოკია, მათ დაამტკიცეს, რომ ნამდვილი პროფესიონალები არიან და გუნდს საჭირო დროს ყოველთვის დაეხმარებიან.

„იუვესთან მატჩის წინ ფლორენციაში გამარჯვება და მომდევნო ეტაპზე გასვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ეს ჩვენ ენერგიის სწრაფად აღდგენაში დაგვეხმარება. ინტერმა ბოლო 11 მატჩში 8 გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ეს საკმარისი არ არის, ჩვენ წინსვლა უნდა განვაგრძოთ.“