Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტე:“ მოურინიოსთან არანაირი პრობლემა არ მაქვს“

ანტონიო კონტემ რომაში ჟოზე მოურინიოს შესახებ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ თავის მომავალს მაშინ გადაწყვეტს, როდესაც ამის დრო მოვა.

გუშინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ შემდეგი სეზონიდან რომას ჟოზე მოურინიო ჩაიბარებს, კონტესა და ‘გამორჩეულს’ შორის კი პრემიერ ლიგაში მუშაობის დროს ურთიერთობა საკმაოდ დაძაბული იყო.

„მოურინიოს იტალიაში დაბრუნება ყველასთვის კარგი ამბავია, მე მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, ინტერთან კარგი თამაშების გარდა.

„გადავეხვევი თუ არა როდესაც ვნახავ ? რა თქმა უნდა, ჩვენს შორის ძალიან დიდი პატივისცემაა, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს.“

კონტეს კონტრაქტი 2022 წელს იწურება, მაგრამ დარჩება თუ არა ის მოდმევნო სეზონში ნერაძურის მწვრთნელად ?

„ახლა ჩვენ ამ მომენტით მაქსიმალური სიამოვნების მიღება გვსურს, შემდეგ კი მომავალზე ერთად ვისაუბრებთ და პრეზიდენტთან და დირექტორებთან ინტერისთვის საუკეთესო გზას ავირჩევთ.“

გათიშვა