Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტე რეალთან და ტოტენჰემთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ინტერის აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი ანტონიო კონტე როგორც ჩანს დიდი ხნით უმუშევარი არ დარჩება.

კონტემ ინტერთან კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ გაწყვიტა, რის სანაცვლოდაც მან 7 მილიონი ევრო მიიღო და კონტრაქტის გაწყვეტის ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო, რომ მინიმუმ 1 სეზონი მას იტალიური გუნდის გაწვრთნა არ შეეძლება.

SportItalia-ს ინფორმაციით, კონტე მადრიდის რეალთან და ტოტენჰემთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და ფლორენტინო პერესს თავისი ხედვები ბლანკოსის ჩაბარების შემთხვევაში უკვე წარუდგინა, თუმცა ესპანური გამოცემა AS-ს ინფორმაციით, პერესისთვის კონტე პრიორიტეტული ვარიანტი არ არის.

წყაროს ცნობით, იტალიელი სპეციალისტი დიდი ალბათობით ტოტენჰემს ჩაიბარებს.