Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ რეალთან მათჩი ჩვენთვის ფინალის ტოლფასია“

ანტონიო კონტემ მადრიდის რეალთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენთვის ხვალინდელი შეხვედრა ფინალის ტოლფასია. მადრიდში მარცხის და ორი ფრის შემდეგ, ჩვენ გამარჯვების მეტი სხვა შედეგი არ დაგვაკმაყოფილებს.

„წინ ძალიან რთული შეხვედრა გველოდება, ყველამ ვიცით, თუ რას წარმოადგენს რეალი და მათი ბოლოდროინდელი ისტორია გუნდის სიძლიერეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ჩვენ მათი დამარცხება შეგვიძლია და ტორინოსთან მატჩში ეს დავამტკიცეთ.

„მიმდინარე სეზონში ძალიან ბევრი თანაბარი გუნდია. ინტერმა ბურთის ფლობის მაჩვენებელს საგრძნობლად მოუმატა, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრ გოლს ვუშვებთ და თუ გვსურს, რომ ტიტულებისთვის ვიბრძოლოთ, გუნდის საერთო დონე უნდა ავწიოთ.

„ყუარდღება, აგრესიულობა, შიმშილი, ყველგან და ყველას წინააღმდეგ!“

მადრიდის რეალს შემადგენლობის მხრივ ძალიან დიდი პრობლემები აქვს და ინტერის წინააღმდეგ ტრავმების გამო რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დააკლდება.

„არ მგონია, რომ რეალმა ამ თემაზე უნდა იწუწუნოს, მათ გუნდში უამრავი უმაღლესი დონის ფეხბურთელი ჰყავთ და უპრობლემოდ შეუძლიათ, რომ ტრავმირებული მოთამაშეები ჩაანაცვლონ.

„კრიტიკა ? მე ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემზე და მთლიანად ინტერზე ძალიან დიდი კრიტიკა წამოვიდოდა და ამისთვის მენტალურად მზად ვიყავი. ჩვენგან ყველა ძალიან ბევრს მოითხოვს და ეს სრულიად ნორმალურია, რადგან ჩვენ ინტერი ვართ.“

ტორინოსთან მატჩის დროს შეხვედრის მეორე ნახევარში სანჩესი, ლუკაკუ და ლაუტარო მოედანზე ერთად იყვნენ.

„ასეთი განლაგების ნახვა მომავალშიც არის შესაძლებელი, ოღონდ შედარებით დაბალი დონის გუნდებთან. ჩვენ ისედაც საკმაოდ შემტევი გუნდი ვართ, ჩვენი გარემარბები და ნახევარმცველები შეტევაში ძალიან ხშირად ერთვებიან და 3 ფორვარდით თამაშმა შესაძლოა ბალანსი დაარღვიოს.

„ჩვენ ხვალ ერთადერთი მიზანი გვექნება – გამარჯვება, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გვაქვს. ჩემპიონთა ლიგაზე 3 თამაში გვაქვს დარჩენილი და მინიმუმ 7 ქულა უნდა მოვიპოვოთ.

„ვფიქრობ, რომ ინტერი ყველაზე რთულ ჯგუფში მოხვდა და იმ თამაშიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე ვაჩვენებთ, აშკარად მეტი ქულა დავიმსახურეთ. თუ ამას ვერ მოვახერხებთ, ეს იმის მიმანიშნებელი იქნება, რომ ჩვენ ჯერ მზად არ ვართ და განვითარებისთვის მუშაობა უნდა განვაგრძოთ.“