Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ რეალის ჩაბარებასთან ახლოს ვიყავი, თუმცა…“

ანტონიო კონტემ მადრიდის რეალთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„წინ ორი ურთულესი თამაში გველოდება, რომლის შედეგებიც ჯგუფში ბევრ რამეს გადაწყვეტს. ორივე გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლა სურს და ჩვენ თითოეულ მომენტში ბრძოლა მოგვიწევს გუნდის წინააღმდეგ, რომელიც გამარჯვებისთვის არის შექმნილი.

„წინასწარ რაიმე შედეგზე საუბარი უადგილო იქნება. ჩვენ მადრიდის რეალს დიდ პატივს ვცემთ, თუმცა ინტერი თავის თამაშს ითამაშებს და დაე საუკეთესომ გაიმარჯვოს…

„ზიდანი ? ის შესანიშნავი პიროვნებაა ძლიერი ხასიათით. კარგად მახსოვს, იუვენტუსში ერთად თამაშის დროს ის ყველა ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მას უდიდესი ტალანტი ჰქონდა…

„ლუკაკუ ? ყველამ იცის, თუ რამდენად დიდი დანაკლისია ის გუნდისთვის და ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებ. იქნება თუ არა ძირითადში სანჩესი ლუკაკუს მაგივრად ? არ ვიცი. ჩილელმა ვარჯიში გუშინ განაახლა და რომ არა ლუკაკუს ტრავმა, ის საერთოდ განაცხადშიც არ იქნებოდა.”

კონტე მადრიდის რეალს წარსულში არაერთხელ დაუკავშირეს, რაც კონტემაც დაადასტურა.

„ჩემს კარიერაში იყო რამდენიმე მომენტი, როდესაც მადრიდის რეალის მწვრთნელობასთან ძალიან ახლოს ვიყავი.

„ახლა ფოკუსირებული ინტერზე ვარ. აქ შესანიშნავ პროექტს ჩავუდექი სათავეში და გუნდის ხელმძღვანელობასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან რამეს ვქმნით და აქ ყოფნით ბედნიერი ვარ.“