Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტე:“ სკუდეტო ესთეტიკაზე მნიშვნელოვანია“

ანტონიო კონტემ სასუოლოსთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მიზნისკენ, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ასეთ მატჩებში უფრო ცივსისხლიანი, ფოკუსირებული და მონდომებულები გავხდით, რაც ძალიან კარგი ნიშანია.

„მინდა პირველ რიგში სასუოლოს მივულოცო და მადლობა გადავუხადო. მათ დღეს ძალიან დიდი დანაკლისის მიუხედავად თავიანთ იდენტობას არ უღალატეს და ძალიან კარგი თამაში აჩვენეს.

„ბევრი ხშირად ინტერს ესთეტიკურობის ნაკლებობის გამო აკრიტიკებს, მაგრამ სკუდეტო ახლა ჩვენთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან ლამაზი თამაში ვაჩვენეთ, თუმცა საბოლოოდ ჯგუფი ბოლო ადგილზე დავასრულეთ.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მეტოქე გუნდებს მაღალი პრესინგი შევთავაზოთ, თუმცა პარალელურად რისკები მაქსიმალურად შევამციროთ.

„ლუკაკუ ? ხალხი ძალიან ხშირად ამბობდა, რომ ის ზედმეტად გაპიარებული ფეხბურთელი იყო, თუმცა ახლა მის მუშაობას და რეალურ პოტენციალს ყველა ნათლად ხედავს.

„ყველაზე კარგი თვისება, რაც ჩვენს შემტევებს ახასიათებთ არის ის, რომ მათ ბინძური სამუშაოს გაკეთება არ ერიდებათ. ასევე ძალიან მოუმატა ერიქსენმა, რომელმაც თავიდანვე იცოდა, რომ სერია ა-ში გადმოსვლა მარტივი არ იქნებოდა. მას თავისი სრული პოტენციალი ჯერ კიდევ არ გამოუვლენია, მაგრამ კრისტიანი უკვე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ინტერმა სოლიდურობა შეიძინა, რაც ჩემპიონატების მოსაგებად ერთ-ერთი მთავარი თვისებაა.

„დასრულდა თუ არა სკუდეტოსთვის ბრძოლა ? არა, წინ ჯერ კიდევ ბევრი ქულაა გასათამაშებელი და სანამ მათემატიკურად იმის შანსი არსებობს, რომ მეტოქეები დაგვეწევიან, ჩვენ ყურადღება არ უნდა დავკარგოთ.

„ინტერს უკვე 10 წელია არ მოუგია და შეგვიძლია, რომ იუვენტუსის დომინაცია დავასრულოთ, მაგრამ ამისთვის თითოეული ქულისთვის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.“