Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტე:“ სკუდეტო 95 პროცენტით ჩვენია“

ანტონიო კონტემ ვერონასთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ინტერის ფეხბურთელების უმეტესობა ასეთ სიტუაციაში არასოდეს ყოფილა. ჩვენ ძალიან დიდი მიზნის მიღწევასთან ვართ ახლოს, თუმცა რაც უფრო ახლოს ვართ სკუდეტოსთან, გუნდზე ზეწოლა მით უფრო იზრდება.

„ჩვენ ნაპოლისთან და სპეციასთან 2 კარგი შეხვედრა ჩავატარეთ, მაგრამ სასურველი შედეგის მოპოვება ვერ მოვახერხეთ. დღეს 3 ქულის აღება სატურნიროსთან ერთად, ფსიქოლოგიური კუთხით იყო მნიშვნელოვანი.

„ჩვენ სკუდეტო 95 პროცენტით მოპოვებული გვაქვს, მაგრამ სანამ სკუდეტოს ხელიდან გაშვების შანსები არსებობს, ჩვენ კონცენტრაციის დაკარგვის უფლება არ გვაქვს.“

ინტერმა ბოლო 3 მატჩში საკუთარ კარში მეტოქეს მხოლოდ 3-ჯერ დაარტყმევინა.

„როდესაც მე იუვენტუსი ჩავიბარე, ბარძალი, ბონუჩი და კიელინი ძალიან ახალგაზრდები იყვნენ და იქამდე მოგებული არაფერი ჰქონდათ. ჩვენ ინტერში ახალი პროექტი დავიწყეთ და ის სამეული დე ვრეი-შკრინიარი-ბასტონის ტრიოს ძალიან მაგონებს.

„თუ ჩვენ დაწყებულ საქმეს დავასრულებთ, გუნდი უფრო თავდაჯერებული და ძლიერი გახდება.

„ბოლო 2 სეზონში ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ინტერი ბოლო წლებში ტიტულებისთვის ბრძოლას ვერ ახერხებდა და ამ მშრალი სერიის დასრულება ძალიან მნიშვნელოვანია.“