Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ სტაბილურობა ძალიან გვჭირდებოდა“

ანტონიო კონტემ სპეციას დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მატჩის მიმოხილვის და ფეხბურთელების შეფასებების სანახავად დააკლიკეთ აქ.

„ჩვენ სერია ა-ში ზედიზედ 6 გამარჯვება დაგვიგროვდა, რაც სტაბილურობაზე მეტყველებს და ეს ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა. მოპოვებული ქულები საშუალებას გვაძლევს, რომ სატურნირო ცხრილის მოწინავე პოზიციები შევინარჩნოთ.

„ვიცოდით, რომ დღეს მარტივი მატჩი არ იქნებოდა, რადგან სპეცია ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელიც სივრცეების დაკეტვას და კონტრ-შეტევებზე თამაშს ცდილობდა.

„ჩვენ მათ ბევრის საშუალება არ მივეცით, თუმცა პირველ ნახევარში ვერც თავად შევქმენით ბევრი მომენტი. ეს ჩვენი ზედიზედ მე-9 მატჩი იყო, რომლის გამართვაც 3 დღეში ერთხელ გვიწევს და ენერგიის სიმცირე გასაკვირი არ არის. წინ კიდევ ერთი მატჩი გვაქვს, შემდეგ კი ცოტა დასვენების საშუალება მოგვეცემა.

„ჩვენ ეს 10-მატჩიანი მარათონი წარმატებით უნდა დავასრულოთ, შემდეგ კი გუნდის ხელმძღვანელობასთან ერთად მომავალ ნაბიჯებს განვიხილავთ, მათ შორის სატრანსფერო ფანჯარაზე.

„პაპუ გომესი ? მე ჩემს ფეხბურთელებს დიდ პატივს ვცემ და სხვა მოთამაშეებზე საუბარს არ ვაპირებ. ჩვენ კონკრეტული გეგმები გვაქვს და ამაზე ვართ კონცენტრირებული.“