Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ ყველა მატჩი მნიშვნელოვანია“

ანტონიო კონტეს პრესკონფერენცია მილანური დერბის წინ.

„ჩვენ ყველა მატჩში მოედანზე მოსაგებად და 3 ქულის მოსაპოვებლად გავდივართ და გამონაკლისი არც ხვალინდელი შეხვედრა იქნება.

„ინტერი ხვალ ძლიერ გუნდს დაუპირისპირდება, რომელიც გასული სეზონის მეორე ნახევრიდან მოყოლებული შესანიშნავად თამაშობს, თუმცა ჩვენ ჩვენს გზას მშვიდად გავაგრძელებთ, ეს ინტერისთვის მხოლოდ დასაწყისია.

„თითოეული თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, ხვალინდელიც და სეზონის ბოლო დაპირისპირებაც. მე მსურს, რომ ჩვენ თამაშიდან თამაშამდე მოვუმატოთ.“

დერბი სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ რამდენიმე დღეში იმართება.

„ყველაზე გვიან ჩილელი ფეხბურთელები დაგვიბრუნდნენ, თუმცა მათ ნაკრებში კარგად ითამაშეს და შესაბამისად კარგ ხასიათზე არიან.

„მოსამზადებლად მეტი დრო რომ მქონოდა უკეთესი იქნებოდა, თუმცა ვიცით, რომ სანაკრებო პაუზები იქნება და მასტან შეგუება მოგვიწევს.

„სანჩესს კუნთთან გარკვეული პრობლემები აქვს. დღეს მას კიდევ ერთხელ დავაკვირდებით და საბოლოოდ გადავწყვეტთ, ითამაშებს თუ არა ის ხვალინდელ შეხვედრაში. მომდევნო 3 კვირის განმავლობაში 7 თამაში გვიწევს და თითოეული ფეხბურთელის ფორმაში ყოფნა მნიშვნელოვანია.

„ის მხოლოდ იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ დარწმუნებული ვიქნები, რომ ამის გამო მის ჯანმრთელობას არანაირი პრობლემა არ შეექმნება.“

კორონა ვირუსის გამო ინტერს არაერთი ფეხბურთელი დააკლდება.

„ჩვენ ასეთი რეალობის წინაშე ვართ და ამის შეცვლა ჩვენს ძალებს აღემატება. პანდემია მეორე ტალღით გვიბრუნდება და ასეთი სიტუაცია შესაძლოა კიდევ განმეორდეს, ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ.

„ტურნირის შეჩერება კატასტროფა იქნება, ამიტომ წუწუნს ამ თემაზე არ ვაპირებ, ჩვენ ძალიან ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი გვყავს და ხვალინდელი მატჩისთვის მზად ვართ.“