კონტე:“ ჩემი ბიჭებით ვამაყობ…“
ანტონიო კონტემ მილანთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
მატჩის მიმოხილვა იხილეთ აქ.
„ჩემი ფეხბურთელები ძალიან დიდ ქებას იმსახურებენ, რადგან ისინი მატჩისთვის კარგად მოემზადნენ და მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდნენ.
„დღეს კარგი მატჩი გამოვიდა, რომელიც ძალიან დაძაბული და მნიშნელოვანი იყო, რადგან დერბის სტატუსის გარდა ამ შეხვედრას სატურნორი ცხრილის დატვირთვაც ძალიან დიდ იჰქონდა.
„ბედნიერი ვარ, რადგან თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ და ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ შექმნილი შანსები კარგად გამოვიყენეთ.
„სტეფანო პიოლი ქებას იმსახურებს იმ უდიდესი სამუშაოსთვის, რაც მან მილანში გასწია. მინდა იმ გულშემატკივრებს, რომლებიც მოედნის წინ დაგვხვდნენ, დიდი მადლობა გადავუხადო.
„არის თუ არა ახლა ინტერი სკუდეტოს ფავორიტი ? მე პარმასთან და ჯენოასთან მომდევნო 2 მატჩს ძალიან ვუფრთხი. სწორედ ასეთ მატჩებში უნდა დავამტკიცოთ, რომ ტიტულისთვის ბრძოლისთვის მზად ვართ.
„ბალარდინის მისვლის შემდეგ, ჯენოამ მხოლოდ 1 მატჩი წააგო, პარმას კი არც თუ ისე კარგი შედეგების მიუხედავად კარგი გუნდი ჰყავს და პრობლემების შექმნა ნებისმიერი გუნდისთვის შეუზლია. სწორედ ამ ორი მატჩის შედეგები გვანახებენ, რა არის ჩვენი მაქსიმუმი.
„პერიშიჩი და ერიქსენი ? ისინი მე სიამაყის საფუძველს მაძლევენ. ბარელა ინტერში მოვიდა და გუნდს მაშინვე შეეწყო, სხვებს კი უფრო მეტი დრო დასჭირდათ, მათ შორის ერიქსენს და პერიშიჩს, რომლებსაც გუნდის იდეები ბოლომდე უნდა გაეგოთ.
„დღეს ორივე მათგანმა უმნიშვნელოვანეს მატჩში ძალიან კარგად ითამაშეს და ვიცი, რომ მათ ბევრად მეტი შეუძლიათ.“