Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ ჩემპიონთა ლიგაზე შანსები ჯერ კიდევ გვაქვს“

ანტონიო კონტემ გლადბახის 3 – 2 დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„გლადბახი როგორც ბუნდესლიგაზე, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან კარგ თამაშს აჩვენებს, თუ შენ ტაქტიკურად, ფიზიკურად და მენტალურად მზარ არ ხარ, აქ მოგებას ვერ მიაღწევ.

„ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ დღეს გამარჯვება დავიმსახურეთ, თუმცა თამაში უფრო ადრე უნდა მოგვეკლა და ბოლო წუთებში საქმე სანერვიულოდ არ უნდა გაგვეხადა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ჯგუფის ლიდერები დავამარცხეთ და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი კიდევ გვაქვს.

„მინდა ბიჭებს მადლობა გადავუხადო, თუ ისინი ამ შემართებით და მონდომებით ყველა მატჩში გავლენ, მათ პრობლემების შექმნა ნებისმიერი მეტოქისთვის შეუძლიათ.“

ლუკაკუმ განაცხადა, რომ ის გუნდის ერთ-ერთი ფეხბურთელია და ლიდერი არ არის.

„რომელუ მართალია, მე თითოეულ ჩემს ფეხბურთელს ვთხოვ, რომ თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველამ აიღოს, რადგან თუ ყველა ამას გააკეთებს, ჩვენ უფრო ამბიციურები გავხდებით.

„ასეთი თამაშები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ინტერი შეკრული გუნდია და ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვამოძრავებს.“

დღეს გუნდის ნახევარდაცვამ მარსელო ბროზოვიჩთან ერთად შესანიშნავად ითამაშა.

„ჩვენ კარგად ვითამაშეთ როგორც გუნდმა. ნახევარდაცვას რაც შეეხება, ბროზოვიჩმა კორონა ვირუსის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა, ნიკოლო ბარელა კი თითქმის ყველა თამაშში იღებს მონაწილეობას და საკმაოდ დაღლილი იყო, რასაც პირველი ტაიმის შემდეგ მიღებული მცირე ტრავმა დაემატა. ჩვენ სათადარიგოთა სკამზე სტეფანო სენსი და ერიქსენი გვყავს, რომლებიც უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან, თუმცა ისინი დაცვით ასპექტში ისეთი ეფექტურები ვერ არიან. ნახევარდაცვამ დღეს კარგად იმუშავა, თუმცა ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის.

„ბარელა მხოლოდ 24 წლის არის და გასული სეზონის შემდეგ მან უდიდესი პროგრესი განიცადა. იგივეს თქმა შეიძლება ბასტონის შესახებ. გუნდში არიან ბიჭები, რომელთა ნდობაც ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება და ჩემი საქმე მათი დახმარება და ახალ სიმაღლეებზე აყვანაა.

„დარმიანს რაც შეეხება, მას ინგლისში რთული პერიოდი ჰქონდა, შემდეგ იყო პარმა, თუმცა ჩვენ მის შესაძლებლობებში ეჭვი არასოდეს შეგვპარვია. მას შეუძლია ჰაკიმის საჭირო დრო მისცეს, რომ გაიზარდოს და გარკვეულწილად მისი მხრებიდან ზეწოლა მოხსნას.“