Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ ჩვენ ბევრს ვშრომობთ, რომ მწვერვალს მივაღწიოთ“

ანტონიო კონტემ ვერონასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ნერაძურიმ სერია ა-ში ზედიზედ 6 მატჩის მოგება მოახერხა და იმედი აქვს, რომ წელს გამარჯვებით დაასრულებს.

„ხვალ ჩვენ ძალიან რთული მატჩი გველოდება. ჩვენი მოწინააღმდეგე ვერონაა, გუნდი, რომელიც გრანდებს ყოველთვის პრობლემებს უქმნის. ჩვენ ყურადღება და მონდომება გვჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ.

„ჩვენ ორი დღის წინ ვითაამშეთ და ხვალ კიდევ ერთი, წლის ბოლო მატჩის ჩატარება გვიწევს, ამიტომ ვალდებულები ვართ, რომ მთელი დარჩენილი ენერგია მოედანზე დავტოვოთ.“

ანტონიო კონტეს გუნდი თანაქალაქელ მილანს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

„მილანი შესანიშნავად გამოიყურება, პიოლიმ ძალიან კარგი სამუშაო გასწია და მის გამო ბედნიერი ვარ. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს გასავლელი, რომელიც საბოლოო ჯამში სერია ა-ს პირველ პოზიციას მოგვიტანს.

„ეს არის თავგადასავალი, რომელსაც გზად ბევრი დაბრკოლება შეხვდება და მათ გადასალახად ჩვენ ბევრი მუშაობა მოგვიწევს.

„გეგმები იანვარში ? ჩვენ ამ თემას გუნდის ხელმძღვანელობასთან ერთად განვიხილავთ. სეზონის სტარტზე ჩვენ გარკვეული გეგმები გვქონდა, რომელთა განხორციელებასაც შევეცდებით.“