Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტე:“ ჩვენ გვსურს, რომ გულშემატკივრებმა ინტერით იამაყონ“

ანტონიო კონტემ Coppa Italia-ს მატჩის წინ, რომელსაც ნერაძური ხვალ ტურინში 23:45 საათზე გამართავს, კომენტარი გააკეთა.

ინტერმა ნახევარფინალური მატჩის პირველ წრეში 2 – 1 წააგო და ტურინში მათ მინიმუმ 2 გოლის გატანა ესაჭიროებათ.

„ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი გულშემატკივრების სიამაყის მიზეზი უნდა ვიყოთ. ბიჭებმა იციან, რომ ვინც ამ მაისურს ჩაიცმევს, შედეგის მიუხედავად მოედანზე ბოლომდე უნდა იბრძოლოს და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ.

„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და მატჩისთვის სათანადოდ მოვემზადოთ, სწორედ ამ გზით შეიძლება ამ შეხვედრაში გამარჯვება.

„ინტერი უნდა იყოს მონდომებული და უნდა ითამაშოს სრულყოფილი ფეხბურთი, სხვაგვარად იუვენტუსის დამარცხება ძალიან ძნელი იქნება.“