Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტე:“ ჩვენ სიურპრიზები არ გვჭირდება“

ანტონიო კონტემ კროტონესთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ბიჭებმა იციან, თუ რა მნიშნელობის თამაში გველოდება ხვალ და ჩვენ მოედანზე ისეთი თამაში უნდა ვაჩვენოთ, როგორიც ინტერს ეკადრება, ჩვენ არანაირი სიურპრიზი არ გვჭირდება და გვსურს, რომ სასურველი შედეგი ნებისმიერ ფასად მოვიპოვოთ.

„ჩვენ კროტონეს დიდ პატივს ვცემთ, ისინი გადარჩენისთვის იბრძვიან და სურთ დაამტკიცონ, რომ სერია ა-ში თამაშს იმსაუხრებენ.

„ჟანგი ? მას დღეს შევხვდი, ეს უბრალო გასაუბრება იყო და ჩვენ რაიმე მნიშვნელოვან საკითხებზე ჯერჯერობით არ გვისაუბრია. ის გუნდს მიესალმა და ხვალინდელ შეხვედრაში წარმატებები უსურვა.

„მან კარგად იცის, რომ ჩვენ ჯერჯერობით არაფრისთვის მიგვიღწევია. შესაძლოა სეზონი მძიმე და დამღლელი იყო, მაგრამ ახლა დარჩენილი ენერგია უნდა მოვიკრიბოთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.

„ჩვენ ბოლო 2 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რის შედეგსაც თითოეული ჩვენგანი ნათლად ვხედავთ. პინამონტიც კი, რომელიც ლუკაკუს, ლაუტაროს და სანჩესის გამო სათამაშო დროს არ იღებს, იმაზე ბევრად უკეთესია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო, ეს კი დაუღალავი შრომის დამსახურებაა.

„ეს გარდაუვალი პროცესია, როდესაც შენ მუშაობ, აუცილებლად განვითარდები და უკეთესი გახდები, ჩვენ კი ძალიან ბევრი ვიმუშავეთ.

„ვიდალი ? სამწუხაროდ მუხლის ოპერაციის შემდეგ ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც ჩვენ ვგეგმავდით და ის ვერც ხვალინდელ მატჩში დაგვეხმარება.“

გათიშვა