Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტე:“ ჩვენ ხვალ სრულყოფილი მატჩის ჩატარება გვმართებს“

ანტონიო კონტემ იუვენტუსთან მატჩის წინ, რომელიც ხვალ 23:45 საათზე Coppa Italia-ს ეგიდით გაიმართება, პრესკონფერენცია გამართა.

„ისეთი ძლიერი გუნდების მიმართ როგორიც იუვენტუსია ყოველთვის მაქსიმალურად დიდი პატივისცემით უნდა იყო განწყობილი და ვიცით, რომ მათ დასამარცხებლად ხვალ სრულყოფილი მატჩის ჩატარება მოგვიწევს.

„მომავალი 180 წუთი გადაწყვეტს ფინალში გამსვლელის ვინაობას და ხვალინდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. გასულ სეზონში ჩვენ ნაპოლისთან 1 – 0 წავაგეთ და გასვლაზე კარგი თამაშის მიუხედავად სიტუაციის გამოსწორება ვერ შევძელით, ამიტომ ხვალ ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ.“

დისკვალიფიკაციის გამო რომელუ ლუკაკუ გუნდს ვერ დაეხმარება.

„ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როდესაც ლუკაკუ გვაკლია. ჩვენ გვყავს ალექსისი და ლაუტარო, რომლებიც დარწმუნებული ვარ, რომ თავის საქმეს იდეალურად გააკეთებენ. რომელუ თავს კარგად გრძნობს და მან ინციდენტზე რეაგირება ბენევენტოს კარში გატანილი 2 გოლით მოახერხა. ახლა ის ამ შანსს გამოიყენებს, კარგად დაისვენებს და სერია ა-ში უფრო ძლიერი დაბრუნდება.

„ერიქსენი ? ის ძალიან კარგი პიროვნებაა, რომელიც ძალიან ბევრს შრომობს. ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ გამოსავალი, რომელცი მისი ნიჭის გამოყენების საშუალებას მოგვცემს.“