Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ ჰაკიმის უდიდესი პერსპექტივა აქვს, თუმცა…“

ანტონიო კონტემ გლადბახთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„რეალთან მატჩის შემდეგ ჩვენს მიმართ ძალიან დიდი კრიტიკა წამოვიდა. ხალხი ამბობდა, რომ ესპანელებმა მოედანზე ის აკეთეს, რაც უნდოდათ. მათ დაავიწყდათ, რომ 30 წუთის შემდეგ ჩვენ 10 კაცით ვიყავით დარჩენილები და 4 წუთის შემდეგ მათ პენალტი დაუდეს.

„ისიც მართალია, რომ ეს სიტუაცია ჩვენ თავად შევქმენით, რის გამოც დავისაჯეთ კიდეც, ამიტომ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, რომ ასეთი რთული მომენტები აღარ შეგვექმნას და ჩვენს თავს ამოცანა უფრო არ გავურთულოთ.

„ხვალ რთული თამაში გველოდება გუნდთან, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე კარგად ასპარეზობს. ჩვენი მთავარი მიზანი მოედნის თავაწეული დატოვება იქნება ისე, რომ სინანულის გრძნობა არ დაგვრჩეს.

„ჩვენი ბედი ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენს ხელში იყო და თუ დღეს ეს ასე არ არის, ეს ჩვენი ბრალია და თავის გასამართლებელი მიზეზები არ უნდა ვეძებოთ. ხვალ შევეცდებით, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლის იმედები დავიტოვოთ.

„ჰაკიმი ? მე ჯერ კიდევ სეზონის სტარტზე ვამბობდი, რომ მას უდიდესი პოტენციალი ჰქონდა და ამაში დღითი დღე ვრწმუნდები, თუმცა მას დაცვით ფაზაში ძალიან ბევრი სამუშაო აქვს.“