Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ 0 – 0-ს და 5 – 4 -ს შორის, მეორე ვარიანტს ავირჩევდი“

ლაციოსთან მატჩის წინ, რომელიც ხვალ, 17:00 საათზე გაიმართება, ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია გამართა.

„მიუხედავად იმისა, რომ მოკლე დროში მესამე მატჩის გამართვა გვიწევს, კარგ ფორმაში ვართ. ლაციოსაც იგივე პრობლემა აქვს, ამიტომ ამ თემაზე ბევრს არ ვისაუბრებ.

„გასულ სეზონში ჩვენ 4 თამაში წავაგეთ, ერთ-ერთი მათგანი ლაციოსთან, ამიტომ ვიცით, რომ წინ ძალიან რთული თამაში გველოდება და იმედი გვაქვს, რომ ამჯერად მატჩი სხვა შედეგით დასრულდება.

„ლაციო ბენევენტოსგან გასნხვავდება. მათ გასულ სეზონში სკუდეტოზე პრეტენზია ჰქონდათ. მათ შესანიშნავი შემადგელობა ჰყავთ, რომელსაც ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია, თუმცა ჩვენ ჩვენი იდენტობა არ უნდა დავკარგოთ.

„როგორც უკვე ვთქვი, დიდ გუნდს თავისი იდენტობა უნდა ჰქონდეს, და ეს მოედანზე უნდა აჩვენოს, განურჩევლად მეტოქისა. ჩვენ ვიცით, რომ ლაციო ძლიერი გუნდია, თუმცა მათი არ გვეშინია.

„ინტერში მოსვლის შემდეგ, მე ამ მენტალიტეტის დანერგვას ვცდილობ და მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ჩავარდნები გვაქვს ხოლმე, გუნდი სწორ გზაზე დგას.“

ინტერმა 2 მატჩში 5 გოლი გაუშვა, რაც კონტეს გუნდისთვის ძალიან უჩვეულო შედეგია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონტრ-შეტევები თავიდან ავიცილოთ, თუმცა 0 – 0 და 5 – 4 გამარჯვებას შორის არჩევანის გაკეთება რომ მიწევდეს, მეორეს ავირჩევდი.

„იტალიაში ყველაზე დიდი ყურადღება საბოლოო ანგარიშს ექვევა და არა იმას, თუ როგორ მიაღწია გუნდმა ამ შედეგს, თუმცა ჩვენ თამაშისგან სიამოვნება უნდა მივიღოთ და თუ გამარჯვებას მოვახერხებთ, ეს დამატებითი ბონუსია. ლამაზი ფეხბურთის თამაში, კარგ შედეგთან ერთად, ყველა გუნდის მიზანი უნდა იყოს.“

აქვე მოგახსენებთ, რომ არტურო ვიდალი თამაშისთვის მზად არის, თუმცა რაჯა ნაინგოლანი კალიარიში გადასვლასთან ახლოს არის და განაცხადში არ იქნება.