Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტე Sky Sport-ში იმუშავებს

ინტერის ნაკრების ყოფილი თავკაცი ანტონიო კონტე Sky Sport Italia-ს თანამშრომელი გახდა, სადაც ის ჩემპიონთა ლიგის და სანაკრებო მატჩების განხილვაში მიიღებს მონაწილეობას.

კონტემ ინტერის შემადგენლობა გუნდთან ერთად სკუდეტოს მოგების შემდეგ დატოვა და მის სახელს არსენალს უკავშირებდნენ, თუმცა როგორც ჩანს იტალიელი სპეციალისტი მინიმუმ ერთი სეზონი მწვრთნელის ამპლუაში აღარ იქნება.

ანტონიო კონტე ისეთი გამორჩეული სპეციალისტების გვერდით იმუშავებს, როგორიც ბეპე ბერგომი, ესტებან კამბიასო, ფაბიო კაპელო, პაოლო კონდო, ალესანდრო კოსტაკურტა, ალესანდრო დელ პიერო, პაოლო დი კანიო, ლუკა მარჩეგანი, ჯანკარლო მაროკი და ნანდო ორისი არიან.

ეს ინფორმაცია Sky Sport-ის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ჟურნალისტმა, ჯანლუკა დი მარციომ დაადასტურა.