Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტის აგენტმა ფეხბურთელის გუნდიდან წასვლა არ გამორიცხა

MilanNews-მა ანდრეა კონტის აგენტთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

როგორ არის კონტი ?

„გასულ სეზონში ის პიოლის პირველი არჩევანი იყო, თუმცა მუხლზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მან სასტარტო შემადგენლობაში ადგილი კალაბრიას დაუთმო. დავიდე ძალიან კარგად თამაშობს და გასაკვირი არ არის. კონტი იმედგაცრუებულია, თუმცა ასეთი რამ ხდება.

„შეიძლება თუ არა ის იანვარში წავიდეს ? არ ვიცი, კონტი მილანის ყოველდღიური დილემაა. გასულ სეზონში მან ყველას დაუმტკიცა, რომ მილანში თამაშის შესაძლებლობა აქვს, თუმცა მას შემდეგ მას რამდენიმე პრობლემის დაძლევა მოუწია.

„იმის სხვა გუნდში დამტკიცება, რომ მას მილანში თამაში შეუძლია გამაღიზიანებელი იქნება, რადგან მან ეს უკვე დაამტკიცა, თუმცა ჩვენ არც ის არ გვსურს, რომ მან სეზონის ბოლომდე დრო სკამზე გაატაროს.

„ჩვენ ძალიან ბევრი შემოთავაზება გვქონდა, მათ შორის იჯარაც, თუმცა სტეფანო პიოლი ყოველთვის გვარწმუნებდა, რომ ის შემადგენლობის წევრად განიხილებოდა. იანვარში ჩვენ გუნდის წარმომადგენლებს შევხვდებით და ვნახოთ, რა მოხდება.“