Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტის ემპოლიში ტრანსფერი ჩაიშალა, ის სამპდორიაში გადაბარგდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანის უკანახაზელის ანდრეა კონტის ემპოლიში ტრანსფერი ჩაიშალა, რადგან ტოსკანელებმა ვერც ერთი მცველის გაყიდვა ვერ მოახერხეს, ამასობაში კი კონტის ტრანსფერი მილანთან სამპდორიამ შეათანხმა.

MilanNews-ის ინფორმაციით, კონტი გენუელებს 6-თვიანი იჯარის წესით შეუერთდება, რის შემდეგაც ის თავისუფალი აგენტი გახდება და სეზონის ბოლოს საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას თავადვე მიიღებს.