Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტი კარიერას ემპოლიში გააგრძელებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანის უკანახაზელი ანდრეა კონტი კარიერას ემპოლის რიგებში გააგრძელებს.

MilanNews-ის ცნობით, ემპოლის პირველ რიგში რომელიმე მცველის გასხვისება მოუწევს, რომ კონტისთვის ადგილი გამოანთავისუფლოს, თუმცა 27 წლის უკანახაზელის ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია.

როსონერი კონტის, რომელიც მილანის რიგებს ატალანტადან 2017 წელს 24 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა და მისი კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება, სრულიად უსასყუდლოდ გაუშვებს.