Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტი მილანში ბრუნდება

გუშინ პარმამ, რომელიც სერია ა-ში ახლად დაწინაურებული იყო, ტორინოსთან მატჩი 1 – 0 დათმო და უკვე ოფიციალურად, გუნდი სერია ბ-ს უბრუნდება.

ეს ინფორმაცია მილანისთვის საკმაოდ არასასიამოვნოა, რადგან გუნდს პარმაში განათხოვრებული ანდრეა კონტი უბრუნდება.

კონტი პარმას იჯარის წესით იანვარში შეუერთდა და ჯალობლუს სერია ა-ში დარჩენის შემთხვევაში, მათ ფეხბურთელის 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვა უწევდათ, თუმცა ახლა, როდესაც პარმა სერია ბ-ში დაქვეითდა, კონტი როსონერის დაუბრუნდება.

გათიშვა