Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტი სამპდორიას უახლოვდება

პარმაში გატარებული იჯარის შემდეგ, ანდრეა კონტი მილანს დაუბრუნდა, თუმცა ის როსონერის რიგებში დიდ ხანს არ გაატარებს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანი ანდრეა კონტის, რომელიც როსონერის რიგებს 2017 წელს ატალანტადან 24 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა, სამპდორიაში დაახლოებით 4.5 მილიონის სანაცვლოდ გაასხვისებს.

წყარსო ცნობით, კონტის ტრანსფერი სამპდორიას ახალი თავკაცის რობერტო დ’ავერსას პირადი მოთხოვნაა და გენუელები მილანთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ.