Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტი შესაძლოა პარმაში დაბრუნდეს

მილანი ანდრეა კონტის გაფორმების მსურველების მოძებნას ვერ ახერხებს და როსონერის უკანახაზელი შესაძლოა პარმაში დაბრუნდეს.

კონტიმ გასული სეზონი პარმას რიგებში იჯარის წესით გაატარა და სერია ა-ში დარჩენის შემთხვევაში, ჯალობლუს მისი გამოსყიდვის ვალდებულება ეკისრებოდა, თუმცა მათ ეს ვერ მოახერხეს და კონტი მილანში დაბრუნდა.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, პარმამ მილანს 27 წლის უკანახზელის ტრანსფერზე კიდევ ერთხელ მიმართა და ფეხბურთელის იჯარით დაბრუნება სურს. კონტის კონტრაქტი მილანთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და თუ როსონერი მის იჯარით გაშვებას დათანხმდა, ფეხბურთელის უფასოდ დაკარგვა მოუწევს…