Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონფერენს ლიგაზე რომას მეტოქე გაირკვა

UEFA-ს ევროპა კონფერენც ლიგის პლეი-ოფში რომა თურქულ ტრაბზონსპორს დაუპირისპირდება, სადაც ჟერვინიო, ბრუნო პერესი და მარეკ ჰამშიკი თამაშობენ.

თურქული გუნდი ამ ეტაპზე ნორვეგიული მოლდეს 11-მეტრიანებში დამარცხების შემდეგ გავიდა.

ჯალოროსი პირველ მატჩს თურქეთში, 19 აგვისტოს გამართავს, განმეორებითი დაპირისპირება კი სტადიო ოლიმპიკოზე 26 აგვისტოს გაიმართება.