Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონფლიქტი ლაუტაროსა და კონტეს შორის…

გუშინ რომასთან მატჩის დროს ალექსის სანჩესმა 35-ე წუთზე ტრავმა მიიღო და მის სანაცვლოდ მოედანზე ლაუტარო მარტინესი შევიდა, თუმცა კონტეს არგენტინელი ფეხბურთელის მატჩისადმი მიდგომა არ მოეწონა და 70-ე წუთზე ის შეცვალა, რამაც ლაუტარო უკმაყოფილო დატოვა, მან მაისური მოისროლა და წყლის ბოთლს ფეხი დაარტყა.

კონტეს ლაუტაროს საქციელი არ მოეწონა და ამ სიტყვებით მიმართა:

„პატივისცემა იქონიე! ასეთი საქციელი ამ მაისურს არ ეკადრება.“

კონტეს ასისტენტმა ამ ინციდენტზე მატჩის სემდეგ ისაუბრა:

„ეს არის მაგალითი იმისა, თუ რა მენტალობას ითხოვს ანტონიო კონტე ნებისმიერ მატჩში თითოეული ფეხბურთელისგან.

„ლაუტარო ამ მატჩში საჭირო კონცენტრაციით და მონდომებით არ თმაშობდა და იმის მიუხედავად, რომ სკუდეტო უკვე მოპოვებული გვაქვს, ჩვენ მაინც ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ.

„ეს მცირე ინციდენტი არაფერს ცვლის, ის უკვე წარსულია და ჩვენ ახლა მომავალზე ვფიქრობთ.“