Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კოოპმეინერსმა დაადასტურა, ის კარიერას სერია ა-ში გააგრძელებს

ალკმაარის კაპიტანმა ტეუნ კოოპმეინერსმა დაადასტურა, რომ ალკმაარი და ატალანტა მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე არიან და მისი ტრანსფერი ბერგამოელთა რიგებში ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

23 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელის დამატება ატალანტას გარდა ნაპოლის და ლაციოსაც სურდათ, თუმცა როგორც ჩანს ის ლა დეას რიგებს შეუერთდება.

„მოლაპარაკებები გუნდებს შორის კარგად მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ უახლოეს საათებში საბოლოო შეთანხმებას მივაღწევთ.

„ტრანსფერით ყველა მხარემ უნდა იგრძნოს, რომ მისი განხორციელების შემდეგ ბედნიერი იქნება და ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენ ამ წერტილს მივაღწიეთ.“

ატალანტა ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 14 მილიონს გადაიხდის, ტეუნი კი 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში ანაზღაურების სახით 1.5 მილიონს მიიღებს.