Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კორეას ბარძაყის ტრავმა დაუდასტურდა

ხოაკინ კორეამ, რომელმაც რომასთან მატჩის დროს დაზიანება მიიღო და მას მოედნის დატოვება დროზე ადრე მოუწია, მარცხენა ბარძაყის ტრავმა დაუდასტურდა.

FcInterNews-ის ინფორმაციით, მისი დაზიანება სერიოზული არ არის, თუმცა მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი განმეორებითი სამედიცინო შემოწმების შემდეგ გახდება ცნობილი, რომელიც რამდენიმე დღეში ჩაინიშნა.

წყაროს ცნობით, ტუკუს თამაში მადრიდის რეალის წინააღმდეგ ფაქტობრივად გამორიცხულია.