Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კორეას ნომერი ინტერში ცნობილია

ინტერის ახალწვეულმა ხოაკინ კორეამ ნერაძურის რიგებში მაისური აირჩია და ის 19 ნომრით იასპარეზებს.

27 წლის არგენტინელს ლაციოსა და სევილიაში 11-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, სამპდორიაში კი 10, მაგრამ იმის გამო, რომ ორივე მათგანი დაკავებული იყო, კორეამ 19 ნომრის არჩევა გადაწყვიტა.

კორეას დებიუტი ინტერის რიგებში დიდი ალბათობით დღეს, ვერონასთან მატჩის წინააღმდეგ შედგება, რომელიც ჩვენი დროით 22:45 საათზე გაიმართება.