Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კორეა:“ ინტერმა მილანის მარცხი უნდა გამოიყენოს“

ინტერის ფორვარდმა ხოაკინ კორეამ, რომელიც ლაუტაროსთან ერთად ნაპოლის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში იქნება, მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაციის ლინკები იხილეთ აქ.

„წინ ძალიან რთული მატჩი გველოდება, ნაპოლიმ შესანიშნავი სტარტი აიღო და ჩვენ ვიცით, თუ რამდენად ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ მათ, თუმცა ჩვენ სახლში ვთამაშობთ, ჩემპიონები ვართ და ერთადერთი მიზანი გამარჯვება იქნება.

„ინტერმა გასული კვირის განმავლობაში კარგად ივარჯიშა და ჩვენ ამ შეხვედრისთვის მზად ვართ.

„მილანმა ფლორენციაში ძალიან მნიშნელოვანი ქულები დაკარგა, რითიც ჩვენ ლიდერებთან სხვაობის შემცირების შანსი მოგვცა, ახლა კი ყველაფერი ჩვენს ხელშია.“