Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კორეა ინტერს ატალანტასთან მატჩში დაუბრუნდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერის ფორვარდი ხოაკინ კორეა სიმონე ინძაგის განკარგულებაში შაბათს, ატალანტასთან ჩანიშნულ მატჩში დაბრუნდება.

არგენტინელმა ფეხბურთელმა დაზიანება ბოლონიასთან შეხვედრის მსვლელობისას მიიღო და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია, რის გამოც მან ფიორენტინასთან მატჩიც გამოტოვა.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, არგენტინელმა ფეხბურთელმა ტრავმა მოირჩინა და ის მოედანზე დასაბრუნებლად მზად არის.