Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კორეა ინტერს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ დაეხმარება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერის არგენტინელი ფორვარდი ხოაკინ კორეა ტრავმირებულია და დიდი ალბათობით ის ჩემპიონთა ლიგის მატჩში, რომელშიც ნერაძურის მეტოქე შახტარი იქნება, გუნდს ვერ დაეხმარება.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კორეას ნაპოლისთან მატჩის მსვლელობისას ბარძაყის არეში გარკვეული დისკომფორტი შეექმნა. მისი მდგომარეობა უახლოეს საათებში შეფასდება და ამის შემდეგ გადაწყდება, მოახერხებს თუ არა ტუკუ ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის განაცხადში მოხვედრას.