Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კორეა ინტერს 2021 წელს ვეღარ დაეხმარება

იტალიური მედიის ცნობით, ინტერის არგენტინელი ფორვარდი ხოაკინ კორეა ბარძაყის ტრავმის გამო ახალ წლამდე თამაშს ვერ მოახერხებს.

Tuttosport-ის ცნობით, ტუკუს ბარძაყის კუნთის შუა ხარისხის დაჭიმულობა აქვს, ამიტომ 27 წლის ფეხბურთელს რამდენიმე კვირა გაუცდება.

წყაროს ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელი ბეენამატას რიგებს იანვრის საწყის დღეებში დაუბრუნდება.