Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კორეა:“ ინტერში ბედნიერი ვარ, ინტერი რომასთან გამარჯვებას გეგმავს“

ინტერის ფორვარდმა ხოაკინ კორეამ Corriere dello Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

2015 წელს კორეა მანჩესტერ სიტიში გადასვლა შეეძლო, თუმცა ის სამპდორიამ გამოისყიდა და როგორც ჩანს, არგენტინელი ფორვარდი ამის გამო ბედნიერია.

„მე მაშინ სამპდორიამ გამომისყიდა, რამაც ძალიან გამახარა, რადგან არ მსურდა მანჩესტერ სიტიში გადავსულიყავი და მთელი სეზონი სათადარიგოთა სკამზე გამეტარებინა.

„რატომ ინტერი ? მე ბევრი სხვა წინადადება მქონდა, მაგრამ ჩემი პრიორიტეტი კვლავ სიმონე ინძაგისთან ერთად თამაში გახლდათ. ის დიდებული მწვრთნელია, რომელიც თითოეული ფეხბურთელისგან მაქსიმუმის მიღებას ცდილობს.

„სიმონემ ლაციოში შესანიშნავ შედეგებს მიაღწია და ის ინტერის ამბიციების შესაბამისი მწვრთნელია.

„სეზონის სტარტზე მე ინტერის არაერთი ფეხბურთელი დამიკავშირდა და ნერაძურის რიგებში გადასვლა მთხოვა, მათ შორის კი პირველი ლაუტარო იყო, ჩვენ ამის თაობაზე ჯერ კიდევ კოპა ამერიკას მსვლელობისას ვსაუბრობდით, შემდეგ კი ჩალჰანოღლუ, ვიდალი და სხვები.

„რომასთან მატჩი ? ეს მარტივი არ იქნება, რადგან მათ დიდებული მწვრთნელი და ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ მწვრთნელის მითითებებს ზედმიწევნით შევასრულებთ, სასურველი შედეგის მიღებას მოვახერხებთ.

„ინტერის თითოეულ ქომაგს მოურინიოსთან კარგი მოგონებები აკავშირებს, მაგრამ ახლა ის ჩვენი მეტოქეა და ხვალ ჩვენი მიზანი გამარჯვება იქნება.“