Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კორეა იუვენტუსში, ელ შაარავი ლაციოში ?

Corriere dello Sport-ის მტკიცებით, იუვენტუსმა ლაციოს ხუაკინ კორეას 2-წლიანი იჯარით აყვანა შესთავაზა, შემდგომში მისი 50 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებით.

26 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ლაციოს 2018 წელს, სევილიადან შეუერთდა და 79 მატჩში 17 გოლის გატანა და 13 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

წყაროს ინფორმაციით, ლაციო ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი არ არის და მის შემცვლელად 27 წლის ელ შაარავიც შეარჩია, თუმცა კორეას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ იუვენტუსი მის გამოსასყიდ თანხას, 80 მილიონ ევროს გადაიხდის.