Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კორეა:“ საოცნებო სტარტი ინტერში…“

ხოაკინ კორეამ, რომელმაც ინტერის სადებიუტო მატჩში სკამიდან ჩაერთო, 2 გოლი გაიტანა და გუნდს გამარჯვება მოუპოვა, შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ეს დიდებული დღე იყო! მე ინტერში თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი და ღმერთის წყალობით, საოცნებო სტარტი გამომივიდა.

„კარიერაში პირველად მოხდა, რომ სადებიუტო მატჩში 2 გოლი გავიტანე და ბედნიერი ვარ, რომ ეს ინტერში გავაკეთე. მინდა მადლობა მწვრთნელს, თანაგუნდელებს და სრულიად ინტერს გადავუხადო, რომლებმაც  მე დიდი ნდობა გამომიცხადეს.

„კარიერაში მქონდა სეზონები, რომლებშიც ბევრი გოლი არ გამქოდნა, მაგრამ მე გუნდისთვის ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები. მინდა ეს გოლები ჩემს ოჯახს და მეგობრებს მივუძღვნა, რომლებიც ჩემს რწმენას არასოდეს კარგავენ.

„რატომ ინტერი ? ბავშვობაში ნერაძურის ქომაგი ვიყავი, რადგან აქ უამრავი გამორჩეული არგენტინელი თამაშობდა, მას შემდეგ კი ამ მაისურის მორგება ჩემი ოცნება იყო.“