Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კორეა:“ საოცნებო სტარტი, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი“

ხოაკინ კორეამ Inter TV-სთან გუშნდელ მატჩზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ასეთ საოცნებო სტარტს ვერც კი ვინატრებდი და ბედნიერი ვარ, რომ მე გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანე, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.

„მე აქ მოსვლამდე ძალიან კარგად მოვემზადე და მზად ვარ, რომ გუნდის წარმატებისთვის თითოეულ მატჩში ბოლომდე დავიხარჯო.

„თანაგუნდელები ბოლო 2 დღეში ძალიან დამეხმარნენ და თავი ისე მაგრძნობინეს, როგორც საკუთარ სახლში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჯერ მე ჩემს ახალ თანაგუნდელებს კარგად არ ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში ჩვენ უფრო კარგად შევთამაშდებით და ინტერის მაისურით სკუდეტოს დასაცავად ბოლომდე ვიბრძოლებთ.

„ჩემი პოზიცია ? მე მეორე ფორვარდი ვარ, რომელსაც მოედანზე თავისუფლება უყვარს, მაგრამ შემიძლია იქ ვითამაშო, სადაც მწვრთნელი მეტყვის.

„ქომაგები ? მათ მე შესანიშნავი დახვედრა მომიწყეს და იმედი მაქვს, რომ ნერაძურის გულშემატკივრებს იმედებს არ გავუცრუებ.

„ინძაგი ? მას ჩემი ინტერში ხილვა ძალიან სურდა. მან ჩემი შესაძლებლობები კარგად იცის, ჩვენ ერთად ბევრი გამოცდილება დაგვიგროვდა და მზად ვარ, გამოცხადებული ნდობისთვის მას მოედანზე კარგი თამაშით გადავუხადო.“