Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კორეა სასუოლოსთან ტრავმის გამო ვერ ითამაშებს ?

იტალიური მედიის ინფორმაციით, ბოლონიასთან მატჩში მიღებული ტრავმის გამო ხოაკინ კორეამ შესაძლოა ხვალ სასუოლოს წინააღმდეგ თამაში ვერ მოახერხოს.

არგენტინელმა ფეხბურთელმა ბოლონიასთან მატჩში მეტოქე ფეხბურთელთან შეჯახების შემდეგ მენჯის დაზიანება მიიღო. მისი ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ FcInterNews-ის ინფორმაციით, რაიმე სახის რისკის თავიდან ასაცილებლად ინძაგიმ შესაძლოა არგენტინელს დასვენების საშუალება მისცეს.