Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კორეა 2021 წელს ვეღარ ითამაშებს

როგორც სიმონე ინძაგიმ დაადასტურა, ხოაკინ კორეა ინტერს ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის რეალის წინააღმდეგ ვერ დაეხმარება, თუმცა იტალიური წყაროების ცნობით არგენტინელი 2021 წელს საერთოდ ვეღარ ითამაშებს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, 27 წლის არგენტინელი ფორვარდის ბარძაყის კუნთის დაზიანება იმაზე მძიმეა, ვიდრე ამას თავიდან ელოდნენ და კორეა მოედანს მხოლოდ იანვრის შუა რიცხვებში დაუბრუნდება.