Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კორონას მილანში ტრანსფერი ჩაიშალა, როსონერი ფაივრეს გაფორმებას ცდილობს

მილანმა ტიემუ ბაკაიოკოს ტრანსფერი უკვე შეათანხმა და ახლა შემტევი ნახევარმცველის ძიებაშია.

როსონერი პორტუსთან ხესუს კორონას ტრანსფერზე მუშაობდა, თუმცა Calciomercato-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა. პორტუგალიელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვენ, მალდინი კი მის სანაცვლოდ 10 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს და მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

წყაროს ინფორმაციით, მილანი ბრესტის ტალანტის რომან ფაივრეს ტრანსფერზე გადაერთო და ფრანგულ გუნდთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. კორონას მსგავსად, ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელის ღირებულებაც 15 მილიონი ევროა, მაგრამ ბრესტი მოლაპარაკებებისთვის მზად არის და მილანს იმედი აქვს, რომ მის გაფორმებას 12-13 მილიონის სანაცვლოდ მოახერხებს.

23 წლის ფეხბურთელს როგორც შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე, ასევე ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, რაც პიოლისთვის დამატებით იარაღი იქნება…